ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებაა
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი მზადების პროცესშია  და  კანონმდებლობის შესაბამისად, 15 ნოემბერს საკრებულოს წარედგინება.  მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ 15-დან 25 ნოემბერის ჩათვლით ახალი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება.

რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მერიაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა გვითხრეს, რომ ძირითადად ყურადღება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდება.



Print