რეგიონი
ირაკლი ღურწკაიას ვალები ჰქონდა, თუმცა ფულზე არ გაიყიდებოდა - ბათლომე შელია
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ბათლომე შელიას ინფორმაციით, ირაკლი ღურწკაიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, შელია ამბობს, რომ ის ფულზე არ გაიყიდებოდა. „ამდენ ვალში შეიძლება რამე სამართლებრივი პრობლემაც ჰქონდა, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე ვფიქრობ, ფულზე არ გაიყიდებოდა, მასსზე ალბათ სხვა ტიპის ზეწოლა იყო “, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელიამ.

ირაკლი ღურწკაია საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრია. შელია ფიქრობს, რომ ღურწკაიამ, შესაძლოა, საკრებულოც დატოვოს, ამ შემთხვევაში კი ოპოზიციური ფრაქცია სიით შემდეგს დაიმატებს.

თავად ირაკლი ღურწკაიამ კომენტარის გაკეთება მხოლოდ „იმედთან“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ისურვა. ის რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე:

"ევროპული საქართველო": „ქართული ოცნება“ ჩვენი წევრის გადაბირებას ზეწოლით ცდილობს 
Print