ახალი ამბები
კოკში ხუბუების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში  ხუბუების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დაზარალებულ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფულად დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
Print