რეგიონი
წელს აფხაზეთში მანდარინის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან
წელს აფხაზეთში, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვლადიმირ დაუროვმა განაცხდა. მისი თქმით, წელს 30-35 ათას ტონამდე მანდარინი უნდა დაიკრიფოს, რაც კარგი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, აფხაზმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პროდუქციის ხარისხიც ბევრად უმჯობესია შარშანდელთან შედარებით, რაც, მისი თქმით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგია. ციტრუსის მოსავლის აღება, ძირითადად, ნოემბერში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

„დღესასწაულების შემდეგ ციტრუსის კრეფა და რეალიზაცია იანვარშიც გაგრძელდება, თუმცა, ძირითადი ნაწილი ახალ წლამდე იყიდება", — აღნიშნა დაუროვმა.

მისივე ინფორმაციით,აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, საკუთარი პროდუქციის დასაწყობება და შენახვა გულრიფშის რაიონში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში შეუძლიათ.
Print