რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია იური მეჩითოვის ინტერვიუზე აღშფოთებას გამოთქვამს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა:

„ახლა მოვისმინე და სასწრაფოდ მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთება იური მეჩითოვის ინტერვიუსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველა სამშობლოს მოყვარე ადამიანი იზიარებს.

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი. რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა - ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. დიახ, ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები და მათ შორის პატარა გოგონები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს ყველა ჩვენგანში.

სამწუხაროდ, მე ახლა მოვისმინე სრულიად აღმაშფოთებელი ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას. ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მოჰყვეს სათანადო უმკაცრესი შეფასება. დარწმუნებული ვარ ეს იქნება უკანასკნელი პრეცედენტი და მომავალში ვერავინ გაბედავს ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფას“, - ნათქვამია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 ნო­ემ­ბერს Al Jazeera-ს ეთერ­ში გა­ვი­და ფილ­მი (The Soviet Scar), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის კვალს და­ეთ­მო. გა­და­ცე­მის ერთ-ერთ ნა­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ფო­ტოგ­რა­ფი იური მე­ჩი­თო­ვი საბ­ჭო­თა წარ­სულ­ზე და 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპ­რილს ხალ­ხი ას­ფიქ­სი­ის გამო და­ი­ღუ­პა.

"9 აპ­რი­ლის პრო­ტეს­ტის დროს შეკ­რე­ბი­ლე­ბი 13-დან 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად. 90% შე­იკ­რი­ბა იმი­ტომ, რომ მათ­თვის ეს ერ­თგვა­რი შოუ იყო, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ეს შე­დე­გი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა იყო მათი მხრი­დან, ვინც ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­წყო. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის გეგ­მა იყო. არა­ვის უნ­დო­და ვინ­მეს მოკ­ვლა. ისი­ნი და­ი­ღუპ­ნენ პა­ნი­კუ­რი გაქ­ცე­ვი­სას, 20 ქალ­ბა­ტო­ნი და­ი­ღუ­პა ას­ფიქ­სი­ის გამო. არა­ვინ იყო და­ჩე­ხი­ლი, დაჭ­რი­ლი, არ იყო მკვლე­ლო­ბე­ბი", -თქვა მე­ჩი­თოვ­მა. 

ფოტოგრაფის ამ სიტყვება საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. 


Print