რეგიონი
თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის" პრინციპით დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის", სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფების მუშაობა სოფლებში ,,კარდაკარ" სიარულის პრინციპით დაიწყო.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კოკსა და ორსანტიას ესტუმრა და სპეციალისტებთან ერთად ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ კონსულტაცია გაუწია. თხილის ბაღებში კულტურის მოვლის შესახებ თეორიული ნაწილის განხილვასთან ერთად, ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მცენარის გასხვლის პრაქტიკული მეთოდებიც გააცნო.

alt

ამავე ცნობით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი შენგელია, სოფლების რწმუნებულები და საკრებულოს წევრები. კონსულტაციები თხილის კულტურის განვითარებასა და მოსავლიანობის გადარჩენის აუცილებლობაზე სოფლების ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა, სადაც დარგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

alt
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, 2019 წლის მოსავლის ზარალის შემცირებისა და თხილის წარმოების გაუმჯობესების შესახებ განკარგულება გამოსცა. დღეიდან, თხილის მავნებლებთან ბრძოლის ფარგლებში რეგიონის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. კამპანიას მხარს უჭერენ ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა ,,ფერერო" და ,,ოლორი".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.