რეგიონი
ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გვიან ღამით, ფოთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა ფულის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალა. 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.



Print
თეგები: შსს / ყაჩაღობა / ფოთი /