რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში პოლიციის ავტომობილის მონაწილეობით
გამსახურდიას გამზირზე პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილი მსუბუქ მანქანას დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ავტომობილმა "ზებრა" გადასასვლელზე ქვეითს გზა დაუთმო, რა დროსაც მას მერსედესის მარკის მანქანა დაეჯახა, ხოლო ამ უკანასკნელს - პიკაპის ტიპის პოლიციის ავტომობილი.

alt

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. სამივე ავტომანქანას მცირე დაზიანებები აქვს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.

alt

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" მხოლოდ ის უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პოლიციის ინსპექტორი, რომელიც პიკაპს მართავდა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.


Print