რეგიონი
GHGA აფხაზეთში მცხოვრები მეთხილეებისთვის ასოციაციის სერვისების მიწოდებას გეგმავს ®️
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში სოფლის მეურნეობაში გავრცელებული მავნებლების და დაავადებების შესახებ სემინარი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის", საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა, ქართველმა და აფხაზმა ფერმერებმა. ამასთან, შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, სემინარის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და აზიური ფაროსანას (BMSB) მონიტორინგის, წამლობის პროგრამისა და მისი შედეგების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს "ფერერო/აგრიჯორჯიას"-თან (Ferrero/AgriGeorgia) ერთად. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებელ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის უახლესი გამოცდილება.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია" ახლო მომავალში გეგმავს ასოციაციის სერვისების მიაწოდებას აფხაზეთში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის. 




Print