ახალი ამბები
მოწერელია: ვხვდები ყველას და ამაში არჩევნებთან კავშირს ვერ ვხედავ
ორი თვის დანიშნული ვარ და ვცდილობ, შევხვდე ყველას, რომ გავეცნო რეგიონს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფერმერთა დღის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ უთხრა. მოწერელიას განმარტებით, ის, რომ გუბერნატორი რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხვდება, არჩევნებს არ უკავშირდება.

„ჩვეულებრივია, რომ გავეცნო რეგიონს და აქ დასაქმებულ ადამიანებს. ხშირად ვხვდები ფერმერებს, სოფლებში ხალხს და ბმას ვერ ვხედავ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მოწერელიამ.

ის დღე ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ცერემონიას შს მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


Print