ახალი ამბები
გიორგი გახარია ფერმერებს: ეს ქვეყანა დგას თქვენზე
შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც "ფერმერთა დღის" აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მან შეკრებულ ფერმერებს მიმართა და უთხრა, რომ ქართული სახელმწიფო სწორედ მათ საქმიანობაზე დგას.

„ეს ქვეყანა დგას თქვენზე ერთმნიშვნელოვნად და რაც უფრო სწრაფად გაიაზრებთ ამას თქვენ, მით უფრო სწრაფად გაიაზრებას ამას გადაწყვეტილების მიმღები პირები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველდღიური კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენზე, თქვენს შრომაზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენ ასაქმებთ. მინდა ერთმნიშვნელოვნად მივულოცო ეს დღე ნინოს (ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე. ავტ.) უდიდესი მიღწევაა, რომ ნინომ შექმნა ასე სტრუქტურირებული, სოციალურად ორგანიზებული ფერმერების ჯგუფი, რომლებმაც იციან რა უნდათ, რა მიზნები აქვთ და რას მიაღწევენ. მომავალი წლები იქნება შრომის, განათლების და ღირსეული საქმეების კეთების წლები, რომელმაც შედეგი უნდა მოუტანოს საქართველოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ფერმერთა დღეს" ზუგდიდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს და მათი ნაწილი გაყიდეს. დღესვე "ფერმერთა ასოციაციამ" 23 მათგანი სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდლოვა.

ამავე თემაზე:

წლის ექსტენციონისტი ფერმერი მაია მიქავა გახდა

Print