რეგიონი
ანა წითლიძე: ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისის თავმჯდომარემ და მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს (ვიდეო)
ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის ათი უბანი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებმა დატოვეს. აქედან, რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეა, დანარჩენები კი მოადგილეები და წევრები. ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" შტაბის დავალებების შესრულებაზე.

"თითოეული მათგანი საოლქოსგან წარდგენილი კადრია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არის კარგი ტენდენცია და მე მინდა მოვიწოდო ყველას იგივე ქმედებებისკენ. ჩვენ შეგვხვდა რამდენიმე მათგანი და გვითხა იმ კონკრეტული დავალებები შესახებ, რომელსაც შტაბიდან აძლევდნენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან",-თქვა წითლიძემ. 



წითლიძის თქმით, 9 მათგანმა განცხადება შაბათს დაწერა, ერთმა კი რამდენიმე დღით ადრე. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ სხდომის შესახებ ისინი არ დააუწყებიათ.

რადიო "ათინათი" ამ საკითხზე საოლქო კომისიის თავმდომარის კომენტარს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.





Print