არჩევნები
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ბრალდებაზე: აგონიაში არიან (ვიდეო)
ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას "ქართული ოცნების" მიერ საოლქო საარჩევნო უბნების კომისიის წევრებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ. შტაბის პრესსამსახურის უფროსის პაატა ლაგვილავას თქმით, მათი მხრიდან არავითარი დავალება საუბნო კომისიის წევრებზე არ გაცემულა.



“ეს არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. ისინი არიან აგონიაში, რადგან იციან, რომ ვერ მოიგებენ მეორე ტურს”,- თქვა ლაგვილავამ.

მისივე ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრების მიერ პოსტების დატივების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

ამავე თემაზე:

მირანდა მესხი: უბნებიდან კომისიის წევრები საკუთარი განცახდების საფუძველზე წავიდნენ

ანა წითლიძე: ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისის თავმდდომარემ და მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
Print