ახალი ამბები
ხეთაში აფეთქების შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ნაწილი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადიყვანეს.  ისინი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან და ხობის საავადმყოფოდან რეანომომობილებით წაიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, გადაყვანილი სამი პაციენტიდან ორი მართვით სუნთქვაზეა.

"ერთი-ერთს აქვს სხეულის 80 %-ის დამწვრობა, ასევე სასუნქთი ორგანოს დაზიანება და არის მართვით სუნთქვაზე. მეორე პაციენტს, რომელსაც ასეთეივე დაზიანებები აქვს, სხეულის 60 % აქვს დამწვარი. თბილისში გადაიყვანეს მოზარდიც, რომესაც სხეულის 50 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება", - უთხრა რადიო "ათინათს" ორჟონიამ.

ჰოსპიტალში რჩება ორი პაციენტი. ორჟონიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


ამავე თემაზე:

შს მინისტრი ხეთაში მომხდარ აფეთქებაზე: გამოვიძახეთ რეანიმობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ
Print