ახალი ამბები
ხიბულაში რეაბილიტირდება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა
ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, რეაბილიტირდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, რომ 2019 წლისთვის სარეაბილიტაციო აქტივობები დაიგეგმოს.

„ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი ობიექტი და მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით ვერ შემოვიფარგლებოდით. აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის საჩვენებლად ეს სახლი იყოს კარგ მდგომარეობაში. ასევე, აუცილებელია გარკვეული წარმოსახვისთვის მომზადება, რომ ამ ადგილმა სწორედ მოუყვეს ყველას, რა პროცესები ვითარდებოდა ჩვენთვის ავბედით პერიოდში“, - გვითხრა ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან ძეგლის სარეაბილიტაციო პროცესისთვის საჭირო აქტივობები განხორციელდება.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი ძველ ხიბულაში მდებარე სახლს მიმდინარე წლის აგვისტოში მიენიჭა.




ამავე თემაზე:

სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა (ფოტო)
Print