ახალი ამბები
აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების მეთოდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მეთოდი მივიწყების პროცესშია და მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ამ ტრადიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციული მეთოდოლოგიისთვის მიგვენიჭებინა ძეგლის სტატუსი, რათა შენარჩუნებული იყოს. ვფიქრობ, რომ ამით ხელს ვუწყობთ ამ მეთოდის განვითარებას და პოპულარიზაციას მომავალ თაობებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანთიძემ.

სააგენტომ 2015 წელს დამბალი ხაჭოს დამზადების მეთოდს იგივე სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც, ანთიძის თქმით, დამბალ ხაჭოზე მოთხოვნა ქართულ პროდუქტებს შორის გაიზარდა.



Print