ახალი ამბები
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია დასრულდა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცს მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობები აღენიშნებოდა ნაწლავების დაზიანებით.

"სასიცოცხლო ჩვენებით ჩაუტარდა ოპერაცია.ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში,მძიმე მდგომარეობაში,მართვით სუნთქვაზე", - აღნიშნა ორჟონიამ.

ზუგდიდში მამაკაცი დღეს საღამოს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს
Print