რეგიონი
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ზუგდიდში გუშინ საღამოს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა.

"დაჭრილის მდგომარეობაა დინამიკაში, გაუარესების გარეშეა, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ორჟონია.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით  მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
Print