რეგიონი
პუტინი : საჭიროა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება
რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე „ორმხრივი თანამშრომლობისა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს“,  წერს "აფსნიპრესი". 

ვლადიმიტ პუტინმა რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით აგვისტოში გამართული შეხვედრა გაახსენა და აღნიშნა, რომ „რუსეთ - აფხაზეთის ურთიერთობები განსაკუთრებულ, სტრატეგიულ, სამეკავშირეო“ ხასიათს ატარებს.

მისი თქმით, „ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება მცირე ტემპებით: გასულ წელს 5% იყო, ხოლო ამ წლის პირველი 9-10 თვის განმავლობაში კი 2%“, საჭიროა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების დაჩქარება, რასაც დამატებითი ძალისხმევა სჭირდება“, - აღნიშნა მან.

რაულ ხაჯიმბას თქმით მიმდინარე წელს 94 - ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის ინტენსიურ ურთიერთობებზე მეტყველებს“ .

შეხვედრა 21 ნოემბერს, სოჭში, ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

Print