რეგიონი
ზუგდიდში, სავარაუდოდ, გზდ-ის ყოფილი უფროსი დაჭრეს
ზუგდიდში დღეს საღამოს, სავარაუდოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ბაკურ გულუას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ბარძაყის არეში მრავლობითი ნაფლეთ-ნაგლეჯი ჭრილობა აღენიშნება და ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია.


დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




Print