პოლიტიკა
ენმ-ის ოფისისკენ აქცია-მსვლელობა დაიწყო
ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია დაიგეგმა. ახალგაზრდების ნაწილი და მედია-ორგანიზაცია “მეველეს” წარმომადგენლები გუშინდელი ინციდენტის გაპროტესტებას აპირებენ. ისინი ამ წუთებში ენმ-ის ოფისთან მსვლელობით მიდიან.

აქცია დღეს 11 საათზე იყო დაანონსებული. 

ინციდენტი ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან გუშინ საღამოს მოხდა. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ოფისს სამი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა, რაც, მისივე თქმით, უკანონო ქმედებაა. თავად ინციდენტის მონაწილეების ინფორმაციით კი, ისინი ონლაინ-მედია "მეველეს" თანამშრომლები არიან და შტაბთან ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კომენტარისთვის ელოდებოდნენ. მათივე მტკიცებით, მათთან ანა წითლიძე მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები გამოიკითხნენ.

ამავე თემაზე: გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს 
Print