პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან ხმაური და დაპირისპირებაა (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდების ნაწილმა გუშინდელი ინციდენტის გასაპროტესტებლად აქცია-მსვლელობა დაიწყო.

ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით აქციაზე ზუგდიდის ააიპ-ების თანამშრომლებიც იმყოფებიან. 

აქციის მონაწილეების თქმით ისინი არ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დაბრუნებას.

იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაიბარეს

ენმ-ის ოფისისკენ აქცია-მსვლელობა დაიწყო

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს  
Print