რეგიონი
ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ შესაძლოა სასტუმრო აშენდეს (ვიდეო)
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება  საერთაშორისო  ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.

alt

"ბრენდული სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქის ცენტრში. ეს ნორმალური მოვლენაა ყველგან. ეს ადგილი სწორედ ამიტომ შეირჩა, ეს ადგილი გახლავთ ზუგდიდის ცენტრი, ზუგდიდის გული", - თქვა ბურდულაძემ.



სასტუმროს კონცეფცია, რომელიც 130 თანამედროვე დიზაინის ნომერს აერთიანებს, ბურდულაძის თქმით, თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან. გარდა ამის, მან აღნიშნა, რომ სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული, სადაც ძირთადად ადგილობრივები დასაქმდებიან. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია.  
alt

პრეზენტაციას m² -ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  პროექტის წარდგენის დასრულების შემდეგ, კი 18:00 საათზე  m² -ის ინიციატივით და ორგანიზებით  სტეფანეს კონცერტი გაიმართება. 



Print