რეგიონი
სტეფანე ზუგდიდში: ყველა ერთად ვაგინებთ პუტინს (ვიდეო)
მომღერალი სტეფანე ამ წუთებში ზუგდიდის სკეიტ-პარკში კონცერტს მართავს. მან რამდენიმე წუთის წინ სიმღერა "We Don't Wanna Put In" შეასრულა, მანამდე კი მსმენელებს მიმართა და აღნიშნა, რომ სიმღერა 2008 წელს დაწერა.

"მე ვიცი, რომ აქ ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა დავბრუნდებით აფხაზეთში. ახლა ვიმღერებ სიმღერას, რომელიც პუტინის გინებას მივუძღვენი. ყველა ერთად ვაგინებთ პუტინს", - თქვა სტეფანემ.



მან რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით სიმღერით გააპროტესტა.
Print