ახალი ამბები
მესტია ELLE-ს 2019 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა
ცნობილი ფრანგული გამოცემა "ELLE"-ის ბრიტანულმა რედაქციამ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო, კერძოდ, მესტია დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს.

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, – წერს "ELLE"-ი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სვანეთში მოგზაურობისას ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო აქტიურ სტუმრებს აუცილებლად ურჩევენ ხალდის მყინვარზე ასვლას და უშბასთან მდებარე ტბების ნახვას.

„გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ სვანური სამზარეულო – მათ შორის კუბდარი და თაშმიჯაბი“, – ნათქვამია სტატიაში.

ELLE-ის ექსპერტები ტურისტებს ურჩევენ, საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში ეწვიონ. მათივე თქმით, ასევე რეკომენდებულია საქართველში შემოდგომაზე ჩასვლა, განსაკუთრებით, თუ მოგზაურები კახეთს სტუმრობენ.

წყარო: 1TV
Print
თეგები: ტურზიმი / მესტია / ELLE /