არჩევნები
საოლქო კომისია: ზუგდიდში ყველა უბანი დროულად გაიხსნა
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 107-ვე უბანი დროულად გაიხსნა. მისივე თქმით, პირველი ამომრჩეველი უბნების უმრავლესობაში 8 საათზე დაფიქსირდა.

"ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა. ერთადერთი, სამ უბანზე ენმ-ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს წილისყრაში მონაწილეობაზე და ასევე, უარი თქვეს წილისყრით განსაზღვრული პოზიციის დაკავებაზე", - აღნიშნა მესხმა.

სულ ზუგდიდში მეორე ტურისთვის 120 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც წინა ტურთან შედარებით 228-ით მეტია.
Print