არჩევნები
საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს დაუპირისპირდა
სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის #20 უბანზე, სადაც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი დავით აქუბარდია კენჭისყრის ოთახში არ შეუშვეს.
თინათინ კაკაჩიამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს უთხრა, რომ ოთახში ხალხმრავლობა იყო და ის კომისიის წევრებს მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

მოგვიანებით, მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა უბანზე შესვლა შეძლო.

"დავწერე შენიშვნა და თუ მსგავსი კიდევ ერთხელ განმეორდება საჩივარიც დაიწერება", - ამბობს აქუბარდია.

აღნიშნული უბნიდან ერთ-ერთი დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს.

ამავე თემაზე:

მეოცე უბნის თავმჯდომარე: გაძევებული დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს (ვიდეო)

„დამკვირვებელი“ ჟურნალისტებს: ჩვენ ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, თქვენთან კი არ უნდა ვიდგეთ (ვიდეო)


Print