რეგიონი
ზუგდიდში #80-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქეების რიგია
ზუგდიდში მეოთხმოცე საარჩევნო უბანთან ხალხმრავლობაა. აქ ამომრჩევლების აქტივობა დილიდან შეინიშნებოდა. ადგილობრივების თქმით, ისინი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებენ და ხმას მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემენ.

alt

"ხმას ვაძლევთ მთავარს - მშვიდობას და თავისუფლებას", - ამბობენ ამომრჩევლები.

ცნობისთვის, #80-ე საარჩევნო უბანი, რეფერალურ ჰოსპიტალთან, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს.
Print