რეგიონი
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტს: ნაძირალა ხარ (ვიდეო)
რადიო "ათინათის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა მაკა კოდუამ ნაძირალა უწოდა და ტელეფონი წაართვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა პრეტენზია გამოთქვეს, რომ მეოცე უბანზე დამკვირვებლებს უშვებდნენ და ჟურნალისტებს არა. კოდუამ და მისმა თანმხლებმა პირმა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ კენჭისყრის ოთახში შესვლის უფლება უბნის დახურვის შემდეგ არ ჰქონდათ და პროვოკატორობდნენ. კოდუასგან რადიო "ათინათის" ჟურნალისტებმა ტელეფონის დაბრუნება მალევე მოახერხეს.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ამავე თემაზე:

ბაჩუკი ქარდავა #20-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებს ეჭქვეშ აყენებს (ვიდეო)

ზუგდიდის მეოცე უბანზე პოლიციამ კარები ჩაკეტა (ვიდეო)




Print