რეგიონი
ანაკლიის ერთ-ერთ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
ანაკლიის #32-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. აქ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 329 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 211. კომისიის წევრებმა ბათილად 9 ბიულეტენი ჩათვალეს. რაც შეეხება გადასატან ყუთს, აქ გარკვეული სახის პრობლემა წარმოიქმნა, რის გამოც მისი გადატანა საოლქო კომისიაში გახდა საჭირო. #32-ე უბანზე სულ 1 177 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print