არჩევნები
მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე: არ ვიცი, ვინ მოიპარა სია (ვიდეო)
ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, მან არ იცის, ვინ აიღო სამაგიდო სია. მისივე თქმით, სია გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. „საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ, ვინ მოიპარა სია, თუმცა არცერთ ამომრჩეველს შეფერხება არ ჰქონია“, - თქვა წულაიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების უბანზე არშეშვების ფაქტს, წულაიამ ამასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა გვასალიას თქმით კი, სია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოიპარეს და ისინი კომისიის წევრებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

აღნიშნულ უბანზე 304 ხმით 281-ის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ამავე თემაზე:

მეოცე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
Print