არჩევნები
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობს
ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წინ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინასწარი შედეგები იზეიმა, სადაც მხარდამჭერებმა  „ჩემი საქართველო აქ არის“ რამდენჯერმე იმღერეს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, რომელთაც ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს და გამარჯვება მიულოცეს.

საბოლოოდ, ზეიმი ფოიერვერკით დასრულდა.

alt

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57%, გრიგოლ ვაშაძემ - 43% მიიღო. ამ დროისთვის სულ დათვლილია 1181 საარჩევნო უბანი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ზურაბიშვილმა ვაშაძეს 0,56 %-ით მოუგო

დათვლილი უბნების მიხედვით, ზუგდიდში ზურაბიშვილი ვაშაძეს 0,78%-ით უსწრებს


Print