ახალი ამბები
პოლიციის სამმართველოსთან მამუკა წოწერია მივიდა
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც მეოცე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია იმყოფება. მისი თქმით, აქ საკუთარი თანაგუნდელების მხარდასაჭერად მივიდა.

ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება. წულაიას თქმით, ის მუქარის შემცველ წერილებს სხვა პირებისგანაც ღებულობს. კომისიის თავმჯდომარე პოლიციაში განცხადების დაწერას და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. წულაიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ამავე თემაზე:

მეოცე უბნის თავმჯდომარე: მადანაშაულებენ, რომ არჩევნები გავაყალბე და მემუქრებიან, რომ უნდა დავისაჯო 
Print