ახალი ამბები
სამაშველო სამსახურში სტიქიის გამო სამეგრელოდან 60-მდე შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან უწყებაში 57 შეტყობინებაა შესული. სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და მოგლიჯა ხეები.

ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სენაკში სახურავის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი სამეგრელოში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.


ამავე თემაზე:

ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი ახადა

სენაკში დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

სენაკში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ფოტო)

გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები და გათიშული დენი - ძლიერი ქარი სამეგრელოში



Print