ახალი ამბები
სამეგრელოში ქარი დღის მეორე ნახევარში ჩადგება
სამეგრელოში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს და ქარიც ჩადგება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით,  წვიმა ხვალ დილამდე შენარჩუნდება, ხოლო ხუთ დეკემბრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსამდე შენარჩუნდება.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს.

ამავე თემაზე: 

ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი ახადა

სენაკში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ფოტო)



Print