ახალი ამბები
ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა-ლოცვა შობამდე არ ჩატარდება
ზუგდიდში, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკლესიის წინამძღოლის მამა მალხაზ ჭანტურიას ინფორმაციით, დაგეგმილია იატაკის გამოცვლა და თბოიზოლაციის დამონტაჟება.

„მერიამ გამოგვიყო 40 000 ლარი, დანარჩენს კი ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ტაძრის მრევლთან ერთად. მშენებლები დავიქირავეთ, მრევლიც და ჩვენ ვეხმარებით, რომ საშობაოდ მორჩეს სამუშაოები“, - გვითხრა წინამძღვარმა.

alt

მისივე თქმით, წირვა ლოცვა ვლაქერნის ეკლესიის ნაცვლად ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში გაიმართება. ტაძარში შესვლა მლოცველებს შეეძლებათ და წირვის გარდა, სხვა ღვთისმსახურებებიც ამ დროის განმავლობაში აღევლინება.
Print