რეგიონი
მე-4 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კვლავ ხელფასებს ითხოვენ. მათი თქმით, 17-მდე მუშა დამქირავებელმა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლა, ხოლო ოქტომბრის ხელფასი ამ დრომდე არ დაურიცხეს.

ადგილზე ჟურნალისტების მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და გაესაუბრა. ამის შემდეგ მუშებმა გვითხრეს, რომ  კუთვნილი ხელფასების მიიღეს შესახებ პირობა მიიღეს.

„წინა თვის ხელფასებიც დაგვიგვიანეს. ჟურნალისტებთან დარეკვის შემდეგ კი სიტუაცია გმოსწორდა. ორჯერ გვქონდა აქცია. ბოლოს გვითხრეს თავისუფალი ხართო, მიზეზიც არ აუხსნიათ, თუმცა როგორც ჩვენ გავიგეთ, მედიის მიერ ამ ამბების გაშუქებამ განაპირობა ფულის დარიცხვა. დღეს გვითხრეს, რომ მოვილაპარაკოთო და ხვალამდე ვაძლევთ დროს“, - ამბობენ აქ დასაქმებული ყოფილი მუშები.

მათ აღნიშნული პრობლემა გასულ თვეებშიც ქონდათ და ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებდნენ.

ამავე თემაზე: 
ზუგდიდში გაფიცული მუშათა ნაწილი ხელფასებს დღეს ელოდება

 
ზუგდიდში მუშები საპროტესტო აქციას მართავენ
Print