ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდება. მსგავსი აქცია ზუგდიდის გარდა თბილისში, გორში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება.

სამინისტრო მოქალაქეებს გრიპის პრევენციის მიზნით სეზონური ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ზუგდიდში აქცია გაიმართება შემდეგ მისამართებზე:


1. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალი. მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას #206;

2. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა. მისამართი: ზუგდიდი, კოსტავას #1;

3. შპს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა. მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას I შესახვევი #2;

4. შპს ,,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო". მისამართი: ზუგდიდი, სოფ. ონარია;
Print