რეგიონი
ზუგდიდში საკუთარ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე, დღეს საღამოს 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილის სიძემ აღმოაჩინა. გარდაცვლილის დისშვილის თქმით, ოჯახს მასთან კონტაქტი პარასკევის შემდეგ არ ჰქონია. თავად კი, სახლში მარტო ცხოვრობდა.

"შაბათს ვურეკავდით, მაგრამ არ გვიპასუხა. დღეს ასეთი სურათი დაგვხვდა. არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა. მე როგორც ვიცი, ამავე ადგილას ნაპოვნია სისხლიანი გრაფინი და სავარაუდოდ, თავის ქალა აქვს დაზიანებული. თვითმკვლელობას ვერ დავადასტურებთ, არაფერი ვიცით, ჩვენც გაურკვევლობაში ვართ. ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს", - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის დისშვილმა.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია ამ წუთებშიც მუშაობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულს კვალიფიკაცია, ჯერჯერობით, არ აქვს მინიჭებული.
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
20 / აგვისტო 2019
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოსთვის დანიშნულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
20 / აგვისტო 2019
{{ARTICLEIMAGE}}აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.
20 / აგვისტო 2019
უშგულში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. მათ გზა ამ წუთებში ხელმეორედ ჩაკეტეს.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ხუთ დღიან ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი.
ივლისში საქართველოს 1,099,474 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამების და ივლისის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 29 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.