ახალი ამბები
ლუკა ჩხეტიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზუგდიდელ ლუკა ჩხეტიას და მასთან ერთად უკრაინის ექვს მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გიორგი კერატაშვილმა ამ გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

მისი განმარტებით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასტუმროებში „გურუ“ და „ალიანსი“ დაკავებულია 7 პირი, რომელთაგან ერთი საქართველოს, დანარჩენი კი უკრაინის მოქალაქეა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის. 

ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახის ინფორმაციით კი, მის საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა ლუკა ჩხეტიას დის, მარინა ჩხეტიას თქმით, სამარალდამცავებს სახლიდან არაფერი ამოუღიათ.

ოჯახი ჩხეტიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ამავე თემაზე:

შსს ჩხეტიასა და უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე: სუს-თან ერთად დავადგენთ, არიან თუ არა კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან
Print