ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო გიდის საქმეზე: გადაწყვეტილება მუზეუმმა უნდა აღასრულოს
კულტურის სამინისტრო დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებულ გიდთან დაკავშირებით ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა და შესაბამისად, სამსახურში მისი აღდგენის პროცედურები დაწყებული არ არის. კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თეა ონიანის განმარტებით, იურიდიული აქტის გამოცემის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება მუზეუმს დაევალება და სამინისტრო ჩაერთვება იმ დონეზე, რა დონეზეც ეს მუზეუმს დასჭირდება.

„რაც შეეხება ადმინისტრაციული ხარჯებს, რომელიც ჩვენ შევამცირეთ, ეს იყო აბსოლუტურად დაწესებულების გადასაწყვეტი იყო, როგორ შეამცირებდა ხარჯებს. ამ ეტაპზე შტატი არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ვალდებულებებს წარმოშობს, რომ შევა ძალაში, მერე მივა გადაწყვეტილებამდე მუზეუმიც“, - თქვა ონიანმა.

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დღეს მუზეუმის ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა. 13 გვერდიან განჩინებაში წერია, რომ ზოდელავა სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური აუნაზღაურონ.დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ყოფილი თანამშრომელი ელზა ზოდელავა სამსახურში აღადგინოს. მისი განმარტებით, ზოდელავამ განათლებისა და კულტურის სამინისტროს უნდა მიმართოს, რადგან ამ უწყების გადაწყვეტილებით შეუმცირდა მუზეუმს დაფინანსება, რის გამოც ის იძულებული გახდა სამი ადამიანი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.


ამავე თემაზე:

ლილი ბერაია გათავისუფლებულ გიდზე: შტატი და დაფინანსება არ მაქვს საკმარისი და როგორ აღვადგინო



Print