ახალი ამბები
საქალაქო სასამართლომ გუკა ბაძაღუა პატიმრობაში დატოვა - მხარდამჭერები აქციას განაგრძობენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუკა ბაძაღუა წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბაძაღუას მხარდამჭერები გადაწყვტილებას აპროტესტებენ და აქციის გამართვას აპირებენ.

პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მათგანმა როსტომ ზარანდიამ სასამართლოს შენობიდან გადმოხტომაც სცადა, თუმცა მანდატურებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ისინი ცოტა ხანში გენერალური პროკურატურისკენ გაემართებიან, სადაც ბაძაღუას გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

თბილისში გუკა ბაძაღუას საქმეზე სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე იწყება
Print