ახალი ამბები
რიკოთის გვირაბი დღეს ხუთი საათით გადაიკეტება
რიკოთის გვირაბში დღეს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე, პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.



Print