ახალი ამბები
საკანი კანცელარიასთან - გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
თბილისში მთავრობის კანცელარიასთან გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. საღამოს 7 საათისთვის სამოქალაქო აქტივისტები სიმბოლურად კარავს დადგამენ და მორიგეობით ღამეს გაათევენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროსტებენ, რომლის მიხედვითაც ბაძაღუა წინასწარ პატრიმრობაში რჩება.

„ვემზადებით, რომ დავდგათ საკანი და უწყვეტად გავაგრძელებთ აქციას, სანამ პოზიტიური შედეგი არ დადგება და პროკურატურის ტყვე  არ იქნება გათავისუფლებული“, - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როსტომ ზარანდიამ.

გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს.

ამავე თემაზე:

საქალაქო სასამართლომ გუკა ბაძაღუა პატიმრობაში დატოვა - მხარდამჭერები აქციას განაგრძობენ 


Print