ახალი ამბები
ზუგდიდში „მეამბოხე გოგონების“ ისტორიები საჯაროდ წაიკითხეს (ფოტო)
ზუგდიდში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ადგილობრივი ოფისის ინიციატივით „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ საჯაროდ წაიკითხეს. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

alt

შეხვედრის ორგანიზატორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას თქმით, ღონისძიების მიზანი გენდერული კუთხით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.


alt

„ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, სადაც მოთხრობილია ასი არაჩვეულებრივი ქალბატონის ამბავი, გაბედული ისტორიები, რომლებიც შთააგონებს მკითხველს, რომ იყოს მამაცი და დაბრკოლებებს არ შეუშინდეს“, - თქვა მინჯორაიამ.

alt

შეხვედრას ახალგაზრდები და მოსწავლეები დაესწრნენ. სწორედ მათ წაიკითხეს წიგნიდან სხვადასხვა თავგადასავალი. მოსწავლეების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია,  რომ შესაბამისი ინფორმაციები ჰქონდეთ, რათა საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

alt

„ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მომავალს უზრუნველყოფს და არ ვიყოთ დაჩაგრულები. ამ გოგოებისგან ვიღებთ მაგალითს, როგორ გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - თქვა კესო ჩოკორაიამ.

alt

დღესვე შეკრებილებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ასწავლეთ გოგონებს სრულყოფილება“ ნახეს.

ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

16-დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.


Print