ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთმა სირიასთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება. დოკუმენტის კანონპროექტი აფხაზ დეპუტატებს "პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელმა" დიმიტრი შამბამ წარუდგინა. 

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ტრანსნაციონალური დანაშაულის და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებებს ითვალისწინებს.

ამასთან, შამბას განცხადებით, სოხუმი ვალდებულებას იღებს, რომ არ გახდეს იმ სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომლის საქმიანობა მიმართულია სირიის წინააღმდეგ.

შეთანხმება 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ხუთი წლის ვადით ავტომატურ გახანგრძლივებას ითვალისწინებს.   

სირიის პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 11 ოქტომბერს მოახდინა. რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა ბაშარ ასადს: სირიის მიერ ჩვენი აღიარება გაბედული ნაბიჯი იყო

სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა 
Print