რეგიონი
ბესლან ბარათელია: აფხაზური აფსარები ბრიტანული ჟურნალის გვერდებზე მოხვდა
ბრიტანული ნუმიზმატური ჟურნალის დეკემბრის ნომერში აფხაზეთის ბანკზე სტატია გამოაქვეყნდა. ამის შესახებ ბანკის წარმომადგენელმა ბესლან ბაგათელიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე ცნობით, მასალას თან ერთვის ახალი აფხაზური მონეტების - აფსარების ილუსტრაციები.

მანამდე, ამავე ბანკის თანამშრომელი ლიანა აგრბა წერდა, რომ „ეროვნული ბანკის“ მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამოცემა "KRAUSE"-ის კატალოგში მოხვდა, მისი თქმით, აფხაზური მონეტები გამოცემის სტანდარტული კატალოგის და არა სხვა კატალოგის ფურცლებზე მოხვდა, სადაც ჩვეულებრივ, არაღიარებული ქვეყნების შესახებ ინფორმაციას ათავსებენ.

ამავე ინფორმაციით, კოლექციონერებისთვის განკუთვნილ მსოფლიო მონეტების კატალოგში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად არის მოხსენიებული, ხოლო რუკაზე, რომელიც ასევე "KRAUSE"-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია. "აფხაზეთის ეროვნული ბანკი" დეკემბრის ბოლოს სამახსოვრო მონეტებს: „აფხაზთა ასეული“ და „ნესტორ ლაკობა“ გამოუშვებს. „აფხაზთა ასეული“ პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავს და მასში მონაწილე აფხაზ მეომრებს ეძღვნება. 925 სინჯის ვერცხლის მონეტის ნომინალი 100 აფსარია, ტირაჟი - 100 ცალი. მეორე კი, რომელიც „აფხაზ სახელმწიფო მოღვაწეს“ ნესტორ ლაკობას ეძღვნება, 925 სინჯის ვერცხლისგან დამზადდება, ნომინალით - 10 აფსარი და ტირაჟით - 300 ცალი. მონეტები აფხაზი მხატვრის ბატალ ჯოპუას ესკიზების მიხედვით არის შესრულებული.

უფრო ადრე, აფხაზეთში სამახსოვრო მონეტა „აიააირა 25„ გამოუშვეს, რომელიც ის „ ქართულ -აფხაზურ ომში გამარჯვების 25 წლისთავის მიეძღვნა“. მონეტა 925 სინჯის ვერცხლის და 999 სინჯის ოქროსგანაა დამზადებული. 100 აფსარის ნომინალის მონეტის დიზაინზე მხატვარმა თემურ კაიტანმა იმუშავა. ამავე თარიღის აღსანიშნავად აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გამოსახულებით საიუბილეო ბანკნოტი „ვლადისლავ არძინბა“ გამოუშვეს. პირველი ქაღალდის ფული აფხაზური ვალუტაა, რომლის ნომინალი 500 აფსარია.

Print