ახალი ამბები
სტიქიით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ზუგდიდს 1 მლნ- მდე ლარი გამოეყო
საქართველოს მთავრობის ორი ახალი განაკრგულების თანახმად, ზუგდიდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 985 ათასი ლარი გამოიყო. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმად შემოსულობები უნდა გადიდდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის თანხით 1 631,5 ლარით. აქედან, 985 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად არის გათვალისწინებული. დანარჩენი ზუგდიდის მესამე და ზედა ეწერის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. 

მილიონამდე ლარი აგვისტოში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაიხარჯება.

რაც შეეხება გასულ კვირაში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს, ჯერჯერობით, საბოლოო ოდენობა დათვლილი არ არის. მერიაში გვითხრეს, რომ, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით ბიუჯეტში ცვლილებას კიდევ უნდა ველოდოთ.

ამავე თემაზე:

ანაკლიასა და ერგეტაში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ (ვიდეო)
Print