ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციელი ემსხვერპლა
ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, ავტოავარიის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა ხუბულავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითს სამარშუტო ტაქსი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ახალგაზრდა  მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, გვამს კი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამავე ცნობით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
Print