ახალი ამბები
პიანინო, რომელიც ზუგდიდის ბულვარში იდგა, გუბერნიის შენობაში შეიტანეს
პიანინო, რომელიც ზუგდიდის ბულვარში ზაფხულში დადგეს, ახლა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტი დაზიანებულია და ზამთრის სეზონზე მას ბულვარში აღარ გაიტანენ. გაზაფხულიდან კი პიანინო ისევ გარეთ დაიდგმება.

პიანინო ზუგდიდის ბულვარში ,,შენი იდეა მერს“ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს (ფოტო)


Print